Sunday, June 24, 2018

მოვისმინეთ  ისტ-ის  8  დღიანი  ტრენინგი,  შევისწავლეთ  ისტის გამოყენების  მნისვნელობა სასწავლო პროცესში,განვიხილეთ  გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები, თუ  როგორ დავგეგმოთ,  მოვამზადოთ, წარვმართოთ  და შევაფასოთ  გაკვეთილი.  დავწერეთ  გაკვეთილის  გეგმა.   ვისწავლეთ  როგორ ავამაღლოთ  მოსწავლეთა მოტივაცია  საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების გამოყენებით.  განვიხილეთ გაკვეთილის სამფაზიანი  მოდელი  (ABC),  სწავლა -სწავლების ეფექტური  სტრატეგია  ისტ-ის  გამოყენებით -   ცნების რუკა.   საინტერესოა  ვენის დიაგრამა  და მიზეზ-შედეგობრივი  კავშირის  სქემა,  განვიხილეთ  ასევე  T-სქემა  რომელიც  საუკეთესო საშუალებაა ტეხსტის  კრიტიკული ანალიზის განსახორციელებლად.  განვიხილეთ  რამდენად  მნიშვნელოვანია  ვიზუალური  მასალა აღქმისათვის, რა  დიდი  მნიშვნელობა აქვს  ჩვენი  ინფორმაციის  დიზაინს, გავაკეთეთ  გაკვეთილის  გეგმის  შესაბამისი  პრეზენტაცია.   განვიხილეთ  ის  პრობლემები  რომელიც  შეიძლება წარმოიშვას  კლასში  ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებით,  მიმოვიხილეთ  თუ  როგორ იმართება  მცირე და მრავალკომპიუტერიანი  კლასები.  განვიხილეთ  შეფასების  კრიტერიუმები,თუ  რა გავლენას ახდენს  შეფასება  მოსწავლის  მოტივაციაზე.  განვიხილეთ  როგორ  შევქმნათ  ბლოგი  და როგორ განვათავსოთ  ინფორმაცია  მასზე,  გავაკეთეთ  გაკვეთილის  პროექტი .  ბოლოს  როგორ  უნდა  შევქმნათ  მასწავლებლის  პორტფოლიო.  მოკლედ  დიდი მადლობა  ყველაფრისთვის,  იმედია  ტრენერი  არ დავღალეთ.

Saturday, June 23, 2018

დღეს განვიხილეთ  როგორ უნდა ვიმუშაოთ  პროექტებზე,  პროექტის განთავსება ბლოგზე,   ასევე  შიდა ჩატი  განვიხილეთ,  google drive  მოკლედ ძალიან საინტერესოა  ეს ყველაფერი,  დიდი მადლობა.

Sunday, June 17, 2018

დღევანდელი  თემა იყო როგორ შევაფასოდ მოსწვლე,  შევისწავლეთ  როგორ გამოვიყვანოთ  საბოლოო ნიშანი  კომპიუტერის გამოყენებით  ასევე შევისწავლეთ  როგორ გამოვიყვანოთ  სხვადასხვა საგანში საფეხურებრივი ნიშანი,  სემესტრული და წლიური  ნიშანი.  შევისწავლეთ  როგორ განვათავსოთ  პრეზენტაცია  ბლოგში  ძალიან  ცხელა,  მაგრამ როცა რაღაცას სწავლობ  სასიამოვნოა.  დიდი მადლობა

Saturday, June 16, 2018

ბლოგის შექმნა  ვისწავლეთ  მასზე ინფორმაციის  განლაგება,  ასევე  განვიხილეთ  შეფასების კრიტერიუმები,    სასწავლო გარემო , ერთ  კომპიუტერიანი  და მრავალ კომპიუტერიანი  კლასები მიმოვიხილეთ
სწავლა სიკვდილამდეა
გავიარე  ბლოგზე  რეგისტრაცია,  გამოვაქვეყნებ  გაკვეთილის გეგმას  პრეზენტაციას შეფასების რუბრიკას  სასწავლო პროექტებს  და სხვა ინფორმაციებს ჩემი საგნიდან

მოვისმინეთ  ისტ-ის  8  დღიანი  ტრენინგი,  შევისწავლეთ  ისტის გამოყენების  მნისვნელობა სასწავლო პროცესში,განვიხილეთ  გაკვეთილის ორგანიზების ძ...