საწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება
ბერიკაობა
პროექტის მთავარი იდეა
ბერიკაობის სცენის გათამაშება  ქუჩაში (ბავშვების სურვილიდან გამომდინარე)
პროექტის აქტუალობა
გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება,ინფორმაციის მოძიების  და დახარისხების  უნარ-ჩვევების განვითარება,  სხვისი აზრის  პატივისცემის და კომუნიკაციის უნარის გამომუშავება, ვოკალური უნარ-ჩვევების  განმტკიცება-განვითარება
პროექტის მიზნები
მოცემულ  თემაზე  ინფორმაციის მოძიება,უცხო  ტერმინების   ახსნა განმარტება,  შესაფერისი  ნიღბების დამზადება, თეატრალური   წარმოდგენის გამართვა  ვოკალური და ქორეოგრაფიული ელემენტების თანხლებით
მონაწილეთა ასაკი
14-15  წლის
ვადები/ ხანგრძლივობა
2-3  კვირა(ყველაზე მცირე)
მოსალოდნელი შედეგები
მოძიებული ინფორმაციის  ფონზე  თეატრალური  წარმოდგენის  გამართვა
პროექტისთვის საჭირო რესურსები
ისტ,  პროექტორი,   ფოტოაპარატი,   რვეული,  საწერკალამი,  ვიდეოკამერა,  ნიღბების  დასამზადებელი  მასალა  და საკერავი საშუალებები.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1-  ჯგუფების ჩამოყალიბება
აქტივობა  2- დავალებების განაწილება  მოსწავლეთა  შესაძლებლობის მიხედვით(ვოკალური და ქორეოგრაფიული  ნომრები, ასევე  შეაძლებლობაში იგულისხმება კერვაც)
ჯგუფი  1-  აგროვებს  ინფორმაციას  თემაზე ბერიკაობა  და ახდენს უცხო ტერმინების ახსნას.(შეუძლია ყველა  ჯგუფს)
ჯგუფი  2---ბერიკაობის თეატრალურ  ინსცენირებაზე  მუშაობს(ბავშვებს შეუძლია ერთმანეთისთვის საკუთარი მოსაზრების გაზიარება  )
ჯგუფი 3- ბერიკაობის ინსცენირებისთვის ნიღბებს ამზადებს.(სხვა  ჯგუფს  შეუძლია  დაეხმაროს)
ჯგუფი 4-ბერიკაობის ინსცენირებისთვის ვოკალურ  და  ქორეოგრაფიულ გაფორმებაზე ზრუნავს(ერთმანეთს შეიძლება  დაეხმარონ ისტ-ის  გამოყენებით)
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან, ესგ-ს-თან კავშირი
ხელოვნება
პროექტის ხელმძღვანელი
ი.ბჟალავა
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
irmabja@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი
https://irmabja.blogspot.com/

No comments:

Post a Comment

მოვისმინეთ  ისტ-ის  8  დღიანი  ტრენინგი,  შევისწავლეთ  ისტის გამოყენების  მნისვნელობა სასწავლო პროცესში,განვიხილეთ  გაკვეთილის ორგანიზების ძ...